ევანგელურ-ლუთერული ეკლესია

საქართველოს მსოფლიოს ლუთერული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას გუტენბერგის ეპისკოპოსი ოტფრიდ იული ეწვია, ის ამჟამად მსოფლიოს ლუთერული კავშირის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც 80 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს.

ეპისკოპოსი გუტენბერგიდან სამხრეთ კავკასიაში 200 წლის წინ ლუთერული აღმსარებლობის გერმანელების გადმოსახლების აღსანიშნავად ჩამოვიდა. 

დოქტორმა ოტფრიდმა ტაბულასთან საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიონერული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

ეპისკოპოს იული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ საბჭოს შეხვდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ლექცია წაიკითხა.

კომენტარები