NDI-ის ანგარიში

NDI: 31%- პარლამენტი 2012 წლის შემდეგ, უარესად მუშაობს, 14% - უკეთესად

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 31%-ის აზრით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი უარესად მუშაობს. კითხვაზე, "საერთო ჯამში, 2012 წლის შემდეგ, პარლამენტო მუშაობს უარესად, იგივენაირად თუ უკეთესად", კვლევაში მონაწილეთა 42% პასუხობს, რომ "იგივენაირად", ხოლო 14%-ი - "უკეთესად".

გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ არ იცის. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები