Tbilisi Open Air 2016

TBILISI OPEN AIR 2016 29, 30 და 31 ივლისს ჩატარდება

Altervision

TBILISI OPEN AIR 2016 წელს სამდღიანი იქნება და 29-31 ივლისს ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მასში 12 ქვეყნიდან 40-ზე მეტი არტისტი მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან Air, Unkle, Morcheeba, Tricky, ასევე Motorama, Moodymann, Blue Foundation, Damien Rice და სხვები.

ფესტივალში ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას - Kung Fu Junkie, ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, Erekle Deisadze & Vinda Folio და ათობით სხვა არტისტი.

ბილეთები გაიყიდება 14 აპრილიდან სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროებში: 11:00-20:00 (შესვენება 15:00-16:00), ასევე ონლაინ www.tbilisiopenair.ge/ge.

ფესტივალის დღეებში (29, 30 და 31 ივლისი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, ასევე ონლაინ www.tbilisiopenair.ge/ge. ადგილზე აბონემენტები აღარ გაიყიდება, იქ მხოლოდ დღიური ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

ბილეთების ფასი წინასწარი გაყიდვის ეტაპზე (14 აპრილი - 15 მაისი) თითოეულ დღეზე 35 ლარი იქნება, ხოლო 3-დღიანი აბონემენტი 80 ლარი ეღირება.

ბილეთების ფასი მეორე ეტაპზე (16 მაისი - 31 ივლისი) თითოეულ დღეზე 50 ლარამდე გაიზრდება, 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება კი 120 ლარს შეადგენს.

კომენტარები