ლარის გაუფასურება

ლარი გამყარებას განაგრძობს, ერთი აშშ დოლარი 2.26 ლარი ღირს

wikimedia.org

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, ოფიციალური კურსით ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გამყარდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კი 2.267 ლარია. ევროსთან მიმართებით კი დღეს ეროვნული ვალუტა 3.2 თეთრით გაუფასურდა, ევროს ახალი ოფიციალური კურსი 2.56 ლარი გახდა.

ლარმა გამყარება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მაშინ ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.48 ლარს შეადგენდა, მარტში კი დოლართან მიმართებით ლარი 16 თეთრით გამყარდა, აპრილში გამყარების ტენდენცია გაგრძელდა. მარტში მომხდარი სწრაფი გამყარების გამო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ეროვნულმა ბანკმა მარტის მანძილზე $15 მილიონი შეისყიდა, რაც კურსის მერყეობის შერბილებას ემსახურებოდა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა არის ლარის გამყარების მთავარი მიზეზი, რადგანაც აპრილის თვის ფულადი გზავნილების, ექსპორტის, ტურიზმის, იმპორტისა საგარეო ვალის სტატისტიკა მაისის თვემდე არ გამოქვეყნება. სწორედ ამ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რა ტენდენცია ექნება კურსს უახლოესი თვეების მანძილზე. 

 

კომენტარები