ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკა ქვეყნის შემოკლებულ სახელწოდებად Czechia-ს შემოტანას გეგმავს

ჩეხეთის რესპუბლიკა ქვეყნის სახელწოდების მარტივად სათქმელად ინგლისურ ენაში Czechia-ს ოფიციალურ შემოტანასა და დამკვიდრებას გეგმავს. ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს ეკუთვნის.

მინისტრი იმედოვნებს, რომ პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის ალტერნატიულ სახელწოდება Czechia-ს მხარს დაუჭერენ.

თუ შეთანხმება მიიღწევა, ჩეხეთის რესპუბლიკა Czechia-ს გაეროს გეოგრაფიული სახელწოდებების მონაცემთა ბაზაში დაამატებს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა შემოკლებული ვერსია Czechia უკვე გამოიყენა სიტყვით გამოსვლებზე ოფიციალური ვიზიტებისას.

კომენტარები