ეს შენ გეხება

ეს შენ გეხებას სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო დღეს გამოაცხადებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეს შენ გეხებას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთმევა. მათი თქმით, მოსმენების მექანიზმი მობილურ ოპერატორებს ან დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს.

ეს შენ გეხებას შეფასებითვე, სადავო ნორმა კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბარს მოუსმინოს. 

არასამთავრობოებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით გასულ წელს მიმართეს.

კომენტარები