მედიის თავისუფლება

სახ.დეპ: 2015 წელს, ყოფილმა პრემიერმა მედიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ნაწილში, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ 2015 წლის მანძილზე, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა.

"15 სექტემბერს პრემიერის [ირაკლი ღარიბაშვილის] ოზურგეთში ვიზიტის დროს, პოლიციის ოფიცერმა მაესტროს ჟურნალისტი, რომელიც იმ დროს პრემიერს მისთვის არაკომფორტულ კითხვას უსვამდა, წინასწარი განზრახვით გასწია და მის მიმართ სიტყვიერი მუქარა გამოიყენა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ შემთხვევით დაინტერესდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი გამოძიება არ მოჰყოლია.

ძალოვანი უწყებები არ ყოფილან ერთადერთნი, ვინც მედიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. პრემიერმინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] მარტში გამართულ კონფერენციაზე მედია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მთავრობის საქმიანობას არასათანადოდ აშუქებდნენ, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ მედია ქვეყანაში "ქაოსის" დათესვას ცდილობდა და მოსახლეობას წინასწარი განზრახვით "სრულიად განსხვავებულ რეალობას უხატავდა". პრემიერის კრიტიკა მაშინ განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ეხებოდა", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები