პრემიერის შეხვედრა მედიასთან

ხვალ, 20:30-ზე, პრემიერი პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

ხვალ, 20:30-ზე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს.

"ამის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. პრემიერმინისტრი ეტაპობრივად შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები