ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციას კვლავ მსხვერპლი მოჰყვა

massispost.com

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შედეგად აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები დაიღუპნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ერთი უმცროსი სერჟანტი დაიღუპა.

თავის მხრივ, სომხური მხარეს ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები