ბრიუსელის ტერაქტები

ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი ტყუილის გამო გადადგა

Getty Images

ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი ჟაკლინ გალანი მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ ევროკავშირის კრიტიკული ანგარიშის შესახებ ინფორმაციის არქონის შესახებ მოიტყუა.

ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა ბელგიის ტრანსპორტის სამინისტროს ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაუგზავნა, ბრიუსელის აეროპორტის არასათანადო უსაფრთხოების სისტემას ეხებოდა.

ბელგიის პრემიერმინისტრის, შარლ მიშელის თქმით, გალანის გადადგომის თხოვნა ბელგიის მეფე ფილიპეს უკვე წარუდგინეს, რომელიც თხოვნას დაეთანხმა.

მიშელი თავდაპირველად გალანს, რომელიც მისივე ცენტრისტული პარტიის წევრია, იცავდა და ამბობდა, რომ გალანის სამინისტროს ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ევროკავშირის მიერ გაგზავნილი კონფიდენციალური ანგარიში ბელგიის ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გახადა საჯარო.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.

კომენტარები