მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ამერიკელი ექიმების დაარსებული ორგანიზაცია, მარიხუანას ლეგალიზაციას ემხრობა

AFP

Washington Post-ის ცნობით, 50-ზე მეტმა ამერიკელმა ექიმმა, მათ შორის არმიის სამედიცინო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ქვეყნის წამყვანი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ექიმთა პირველი ეროვნული ორგანიზაცია დააფუძნეს, რომლის მიზანსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებში შტატებისთვის და ფედერალური მთავრობისთვის მარიხუანას ლეგალიზების და მოხმარების რეგულირების მოთხოვნა წარმოადგენს.

"ექიმები კანაფის რეგულირებისთვის" (DFCR) - ამ სახელწოდების მქონე ახლადშექმნილი ორგანიზაცია მხარს უჭერს სრულწლოვანთა მიერ რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას და აცხადებს, რომ კანაფის აკრძალვას და კრიმინალიზაციას მხოლოდ ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, ხოლო მარიხუანას ლეგალური და რეგულირებადი ბაზრის შექმნა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის საუკეთესო გზაა.

Washington Post-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი კვლევებით, ამერიკელთა 60 პროცენტი მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზაციას, 90 პროცენტი კი ექიმების ზედამხედველობით მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას. ფედერალური სტატისტიკის მიხედვით კი რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას ყოველწლიურად 35 მილიონზე მეტი ამერიკელი მოიხმარს.

კომენტარები