უკანონო იარაღის ამოღება

შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. მცხეთაში, ჯვრის დასახლებაში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, გიორგი ფ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის, არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები