ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული დალი ს. დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 67 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები