სირია

სირიაში, საპარლამენტო არჩევნებში ასადის პარტიამ გაიმარჯვა

AFP

სირიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პარტია „ბაასმა" გაიმარჯვა.

ასადის პარტია „ბაასი" და მისი თანამოაზრეები არჩევნებზე კოალიცია ნაციონალური ერთობის სახელით გამოდიოდნენ და მათ შესაძლო 250-დან 200 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს.

ადგილობრივი ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს, გაეროსგან არჩევნების შედეგის არაღიარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ელის.

შეგახსენებთ, რომ სირიაში საპარლამენტო არჩევნები 13 აპრილს გაიმართა.

ცნობისთვის, პარტია „ბაასი"სირიას 1963 წლიდან მართავს.

 

კომენტარები