ნარკოდანაშაული

ნარკოტიკის მოხმარებისთვის ყიფშიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოტიკის მოხმარებისთვის თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. მათი თქმით, პირმა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები