ტერორიზმი

ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე არ სახელდება. დაშავებულთა რიცხვმა კი, 200-ს გადააჭარბა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

აფეთქება ქაბულის იმ რეგიონში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები