ტექნიკური უნივერსიტეტი

ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სასწრაფოს ბრიგადამ 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შენობასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო. როგორც ტაბულას სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში უთხრეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მორიგეობა გუშინ ღამიდან დაიწყო. მათი თქმით, სასწრაფოს ექიმები დააკვირდებიან მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი უკვე 8-დღეა შიმშილობს. ისინი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას მოითხოვენ, ლექტორები აცხადებენ, რომ ფრანგიშვილი არლეგიტიმურად, ზედიზედ მესამე ვადითაა არჩეული.

კომენტარები