თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: მთავარი, რაც ვერ გავაკეთე - თსუ-ს ვერ მოვუპოვე საბიუჯეტო დაფინანსება

0 კომენტარი
ვლადიმერ პაპავა ფოტო: ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მუშაობას აჯამებს. პაპავა მთავარ პრობლემად თვლის იმას, რომ 3 წლის მანძილზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საბიუჯეტო დაფინანსება ვერ მოიპოვა.

„ყველაზე მთავარი, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც რექტორი გავხდი, ვერ გავაკეთე ის, რომ უნივერსიტეტს ვერ მოვუპოვე საფინანსო საბიუჯეტო დაფინანსება. აქიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი პრობლემები. როცა არ გაქვს ფული, ძნელია, აკეთო მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა, სამწუხაროდ, დიდად არ შეცვლილა იმის შემდეგ, რაც ნაციონალური მმართველობის პერიოდში მიიღეს უმაღლესების დაფინანსების წესი. მთავარი, რაც ვერ გავაკეთე, ვერ მოვუპოვე ეს დაფინანსება და მე მინდა გითხრათ, წასვლის წინ გავუგზავნე კიდევ ერთხელ წერილი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მთავრობის, პრემიერმინისტრის სახელზე", - ამბობს პაპავა

ვლადიმერ პაპავას ანგარიშს ესწრებიან აკადემიური წრის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პერსონალი და ლექტორები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები