ტერორიზმი

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 28 ადამიანი ემსხვერპლა, 329 კი დაშავდა

AP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ძლიერ აფეთქებას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმუმ 28 ადამიანი ემსხვერპლა, 329 კი დაშავდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

აფეთქება ქაბულის იმ რეგიონში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები