ვიზალიბერალიზაცია

იუნკერი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ იქნება შემოღებული. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. ამ საკითხზე მას ენმ-ის დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ჰკითხა.

"ახალი პირობები არ იქნება შემოღებული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. ეს არის სამართლიანი ქართველი ხალხისა და მათი წარმატებული მთავრობების მიმართ, რომელთა საქმიანობამაც განაპირობა კომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში ახალი პირობების შესაძლო ჩადების შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა გუშინ გაავრცელა.

კომენტარები