სავჩენკოს საქმე

უკრაინამ და რუსეთმა სავჩენკოს გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა, უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. პატიმრების გაცვლაზე საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის 18 აპრილს შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, უკვე შევთანხმდით გარკვეულ ალგორითმზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადეჟდას გათავისუფლებას",- განაცხადა პეტრე პოროშენკომ. 

დანიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ 2 რუს სამხედროზე გაიცვლება. 

ცნობისთვის, ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ლუგანსკის ოლქში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება. უკრაინელი პილოტი დონეცკის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

კომენტარები