ტერორიზმის საფრთხე

ისლამური სახელმწიფოს სამიზნე შესაძლოა ევროპის სანაპირო კურორტები გახდეს

www.frontpagemag.com

Dailymail-ის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს სამიზნე 2016 წლის ზაფხულში შესაძლოა ევროპის სანაპირო კურორტები გახდეს. ტერორისტული თავდასხმების შესახებ იტალიური ძალოვანი სტრუქტურებისთვის გახდა ცნობილი. იტალიური დაზვერვის ცნობით, ტერორისტები ნაყინის ან მაისურების გამყიდველად იქნებიან გადაცმული. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმების სავარაუდო სამიზნეები ევროპულ კურორტებზე დამსვენებელი ტურისტები არიან. გერმანული მედიის ცნობით, გადაცმული ტერორისტი ჯიჰადისტები თავდასხმების სერიას ესპანურ, ფრანგულ და იტალიურ სანაპიროებზე გეგმავენ. 

იტალიური დაზვერვის ცნობით, არსებობს ტერაქტების საფრთხე ISIS-ის მოკავშირე დაჯგუფება ბოკო ჰარამის მხრიდანაც. იტალიელი ძალოვნების ცნობითვე, ტერაქტების მოსაწყობად ტერორისტი ჯიჰადისტები ევროპაში შესაძლოა აფრიკის ქვეყნებიდან გადავიდნენ.

 

 

კომენტარები