დაკავება

გარემოვაჭრეების აქციაზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ოთხი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და პოლიციის მოთხოვნას გზის გათავისუფლების შესახებ არ დაემორჩილნენ.

თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტრესტო აქცია იმართება. მოვაჭრეები ჩივიან, რომ მოქალაქეები სავაჭროდ ბაზარში და მაღაზიებში აღარ შედიან.

მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები