თბილისის აეროპორტი

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის რვა რეისი გაუქმდა

თბილისის აეროპორტი

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ რვა რეისი გაუქმდა. Turkish Airlines-ის გადაწყვეტილებით, არ შესრულდა მათი არცერთი რეისი - 4 მოფრენა და 4 გაფრენა. გადადებული რეისები, სავარაუდოდ, დღეს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის გადადების გამო, სტამბოლიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. შედეგად, კვორუმი არ შედგა და დღეს დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო.

კომენტარები