მედიაზე ზეწოლა

შავგულიძე: ქართულმა ოცნებამ შალვა რამიშვილს მურუსიძის PR კამპანია ჩაატარებინა

0 კომენტარი
შალვა შავგულიძე ფოტო: ambebi.ge

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ შალვა რამიშვილს თავისი გადაცემის საშუალებით ლევან მურუსიძის PR კამპანია ჩაატარებინა.

"რამდენადაც ამ მოსამართლეს [ლევან მურუსიძეს] საზოგადოებაში  საერთოდ არ ჰქონდა ავტორიტეტი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ქართულმა ოცნებამ მოახდინა ზეწოლა მედიასაშუალებაზე, კერძოდ ტელეკომპანია იმედზე, კონკრეტულად შალვა რამიშვილის გადაცემაზე და მასზე, როგორც ჟურნალისტზე. ფაქტობრივად მას ჩაატარებინა ლევან მურუსიძის PR კამპანია იმის წინ, ვიდრე მოახდენდა ამ მოსამართლის ხელმეორედ გამწესებას“,- ამბობს შავგულიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის ყოფილი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი არხის ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს. რამიშვილმა იმედიდან განთავისუფლების რეალურ მიზეზად  დირექტორის მითითებები და უთანხმოება დაასახელა. რამიშვილი ამბობს, რომ იმედის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ მას გადაცემაში კონკრეტული რესპოდენტების გადაცემაში მიწვევამოსთხოვა. გადაცემა გასული წლის დეკემბერში გავიდა და მოსამართლე ლევან მურუსიძის საკითხს ეხებოდა. ყოფილმა ტელეწამყვანმა დღეს იმედის დირექტორ გიორგი ბახტაძესთან სატელეფონო საუბრის ამონაწერები გაასაჯაროვა და ადვოკატთან ერთად ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისთვის პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები