IRI-ის კვლევა

IRI: პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის რეიტინგმა მკვეთრად იკლო

0 კომენტარი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად იკლო პრეზიდენტის ინსტიტუტის, მთავრობის და პარლამენტის რეიტინგებმა.

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 46%-ია. ასევე 46% კი, საპირისპირო პასუხს იძლევა. 2015 წელს პრეზიდენტის ინსტიტუტის რეიტინგი 51% იყო, 2014 წელს კი, 64%. ყველაზე მაღალი რეიტინგი პრეზიდენტის ინსტიტუტს 2004 წლის მაისში ჰქონდა - 84%, ხოლო ყველაზე დაბალი - 2003 წელს (20%). 

საქართველოს მთავრობა 2016 წელს მხოლოდ 36%-ს მოსწონს, მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 48% იყო, 2014 წელს - 69%, 2013 წელს - 79 და 81%. ასეთი დაბალი მაჩვენებელი მთავრობას 2007 წლის სექტემბერში - 36%. ხოლო ყველაზე მაკლებად მთავრობა 2003 წლის მარტში მოსწონდათ - 17%. 

რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანის მიმართ კეთილგანწყობილთა რიცხვი გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ია. ასეთი დაბალი რეიტინგი საქართველოს პარლამენტს მხოლოდ 2003 წლის მაისში ჰქონდა (18%). საკანონმდებლო ორგანოს მიმართ კეთილგანწყობილთა რიცხვი 2015 წელს - 49% იყო, 2014 წელს - 68%, ხოლო 2013-2012 წელს - 81%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები