IRI-ის კვლევა

IRI: 2004 წლის შემდეგ, პოლიციას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, პოლიციის მიმართ ნდობა 50%-მდე შემცირდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამ ინსტიტუტს 2004 წლის დასაწყისის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ, პოლიციის მიმართ კეთილგანწყობილთა რიცხვი 49% იყო.

2004 წლის ბოლოდან, პოლიციის მოწონების რეიტინგი ყოველწლიურად იმატებდა და 65-90%-ის ფარგლებში მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ჩათვლით, IRI-ის გამოკითხვით, პოლიციის რეიტინგი 80%-ს დაბლა არ ყოფილა, თუმცა, 2015 წელს პოლიციის მიმართ კეთილლგანწყობილთა რიცხმა 65%-მდე დაიწია, ხოლო 2016 წელს - ეს მაჩვენებელი 60% გახდა.

კომენტარები