IRI-ის კვლევა

IRI: პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა 16%-ია, რაც რეკორდულად დაბალია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა რეკორდულად შემცირდა. 2016 წლის მაჩვენებელი 2003 წლის მაისიდან დღემდე ჩატარებულ კვლევებს შორის, ყველაზე დაბალია. 

კერძოდ, 2016 წლის მარტ-აპრილში გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია პოლიტიკური პარტიების მიმართ კეთილგანწყობილი. 2003 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 19% იყო. მესამე რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა (25%).

IRI-ის გამოკითხვით, პოლიტიკურ პარტიებს ყველაზე მეტად 2008 წლის თებერვალში (54%), 2012 წლის ნოემბერში (47%) და 2013 წლის მაისში (46%) ენდობოდნენ. სხვა წლებში, პარტიების მიმართ კეთილგანწყობილ გამოკითხულთა რიცხვი 32-42%-ს შორის მერყეობდა. 

კომენტარები