თავდასხმა

ნიკა ბერიძეს საყურის ტარებისთვის თავს დაესხნენ, საქმე ცემის მუხლითაა აღძრული

metro.us

ნიკა ბერიძეს დღეს თემქის მესამე მიკრორაიონში მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ თავს დაესხნენ. ბერიძე განმარტავს, რომ მას სამი უცნობი პიროვნება ავტობუსის გაჩერების მიმდებარედ საყურის ტარებისთვის დაესხა. ბერიძე ამბობს, რომ პოლიცია თავდასხმის თვითმხილველმა გამოიძახა. შსს-ში საქმე 125 მუხლითაა აღძრული, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის მხოლოდ ორი თავმდამსხელია დაკავებული.

"დღის სამ საათზე ავტობუსის გაჩერებასთან სამი პიროვნება დამესხა თავს, იმის გამო თუ რატომ მეკეთა საყურე და დამიწყეს ცემა. ვიღაცეებმა გაგვაშველეს და ვიღაც ბიჭმა გამოიძახა პატრული. წამიყვანეს დაკითხვაზე, მაჩვენეს უამრავი ფოტო, მაგრამ ამ ფოტოზე არცერთი მათგანი არ იყო აღნიშნული. პოლიცია პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საქმეს. მანქანით წამიყვანეს. მოვიარეთ ქუჩები და სკვერები და ვნახეთ, რომ ჩემზე თავდამსხმელები ერთ-ერთ სკვერში “ძველბიჭობდნენ”. უცებ აიყვანეს და წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში. ორშაბათს ვარ დაბარებული ექსპერტიზაზე. დამპირდნენ, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან." -ნიკა ბერიძე წერს საკუთარ ფეისბუკში.

ბერიძე ცემის ფაქტში ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს და ამბობს რომ გამოძიება შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს. სისხლის სამართლის კოდექსით 125-ე მუხლისთვის სასჯელი შეიძლება იყოს: "ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე." ან "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე."

კომენტარები