კრიმინალი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა1995 წელს დაბადებული ალექსანდრე მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები