ბზობა

რელიგიის სააგენტოს მილოცვა მართლმადიდებლებს, ბაპტისტებს და მოლოკანთა თემს

0 კომენტარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ასევე, საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.

"მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას. ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს მოძრავი დღესასწაული ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, სულის სიმშვიდეს, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ", - აცხადებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და აღნიშნავს, რომ მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას 24 აპრილს ზეიმობენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესია და მოლოკანთა თემიც.

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ", - ნათქვამია სააგენტოს მილოცვაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები