თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი რაიონების მიხედვით ავრცელებს:

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, ცურტაველის, ნიშნიანიძის, ხარფუხის, ალგეთის, შუშინის, სოღანლუღის, ხონელის, შავიშვილის, დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ნიკო მარის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის, არბოშიკის, იორის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, დოლაბაურის, პატარძლეულის, ფოლაქიშვილის და დესპინე გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, აბაშიძის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, რობაქიძის და გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის, მაჭავარიანის, ემხვარის, გოძიაშვილის, დოლიძის, ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის II მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჭყონდიდელის, საყვირის, ზესტაფონის, დადიანის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ილურიძის, ზიგზაგის, ნინუას და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები