თურქეთი

თურქეთში ერდოღანის კრიტიკის გამო ჰოლანდიელი ჟურნალისტი დააკავეს

EPA

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კრიტიკის გამო ჰოლანდიელი ჟურნალისტი ებრუ უმარი დააკავეს. უმარი თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ კუშადასში ისვენებდა, როდესაც პოლიციამ დააკავა. როგორც ჟურნალისტი Twitter-ზე წერს, ის გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

მომხდარს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

ჟურნალისტის დაკავება სტატიას უკავშირდება, რომელიც ჰოლანდიურ გამოცემა Dutch Metro-სთვის დაწერა და რომელშიც ერდოღანსა და მის პოლიტიკას აკრიტიკებდა.

სტატიაში უმარი ერდოღანს დიქტატორს უწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან პროკურორებმა თურქეთში ერდოღანის კრიტიკის გამო 1800 ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრეს საქმე.

კომენტარები