ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

ობამა: პუტინი ცდილობს ევროპულ ერთიანობს ძირი გამოუთხაროს

0 კომენტარი
Obama Putin UN ფოტო: Kevin Lamarque / reuters

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს.

ობამას თქმით, პუტინი NATO-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას რუსული ძალისთვის საფრთხედ აღიქვამს.

"პუტინი NATO-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ის ცდება. მე მას ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი და ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს - სწორი გამოსავალია. თუმცა, ის ამაში ჯერჯერობით ბოლომდე არ დარწმუნებულა", - აღნიშნა ობამამ.

რაც შეეხება მიგრანტების კრიზისს, ობამას თქმით, ეს არა მხოლოდ ევროკავშირისთვის არის პრობლემა, არამედ ამერიკისთვისაც. თუმცა, ობამასვე თქმით, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდი საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიც ვლადიმირ პუტინია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები