გაფიცვა გერმანიაში

გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ და ხელფასის მომატებას ითხოვენ

0 კომენტარი
ფოტო: EPA

გერმანიის სხვადასხვა აეროპორტში გაფიცვები დაიწყო. გერმანიის ყველაზე დიდი ავიაკომპანიის, Lufthansa-ს წარმომადგენლების თქმით, მათ 900 ფრენის გაუქმება მოუხდათ, მათ შორის ფრანკფურტსა და მიუნხენში, რაც დაახლოებით, დღიური ფრენების 60 %-ის ტოლია. ავიაკომპანია Air Berlin-მა კი, ყველა შიდა ფრენა გააუქმა.

გაფიცვები პროფესიული კავშირების გაერთიანება Verdi-ის მიერ არის ორგანიზებული და მასში დიუსელდორფის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბონის, კიოლნისა და დორტმუნდის აეროპორტების თანამშრომლები მონაწილეობენ. გაფიცვის გამო 80 000-ზე მეტ მგზავრს მოუწევს ფრენის განრიგის შეცვლა და სხვა მარშრუტის არჩევა. ზოგიერთ აეროპორტში, გაფიცულ პერსონალს სახანძრო ბრიგადებიც შეუერთდნენ.

გაფიცვების ორგანიზატორი პროფკავშირები 2,41 მილიონი თანამშრომლისთვის ხელფასის 6 %-ით, ხოლო სტაჟიორებისათვის 100 ევროთი მომატებას ითხოვს. პროფესიული კავშირების გაერთიანება Verdi-მ გერმანიის მთავრობის მიერ შეთავაზებული ხელფასების 3 %-იანი ზრდა აპრილის დასაწყისში უკვე უარყო.

Verdi-სა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები 28-29 აპრილს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები