შეზღუდვები გზებზე

ყიფშიძის ქუჩაზე მოძრაობა 28 აპრილიდან ცალმხრივი გახდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 28 აპრილიდან ნ. ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, თ. აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. როგორც მერიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ცვლილების გამო, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს, აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა კი, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

"ამჟამინდელი მდგომარეობით, ყიფშიძის ქუჩის გეომეტრიული პარამეტრები ვერ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას, რის გამოც განსაკუთრებით პიკის საათებში გადაადგილებისას, წარმოიქმნება შეფერხებები, გაზრდილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობა",- წერია თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები