რეკლამა

ანაკლიის სანაპიროს Gem-fest-ის გემი მოადგება

GEM FEST

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem-fest-ის VIP სტუმრებს პირველად,ანაკლიაში საფესტივალო დღეების განმავლობაში, 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება. გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან,ასევე შუა ზღაში იმოძრავებს და ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება.

3-სართულიანი გემ-სცენა, რომელიც ანაკლიის სანაპირო ზოლს პირველად მიადგება, Gem-fest-ის ორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ. გემის მთავარ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ. სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები, ბარები და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის.

გემ-სცენის Line-up უახლოეს დღეებში გახმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე რეალიზებულია, ასე რომ Gem-fest-ის გემზე მოხვედრის მსურველებმა უნდა იჩქარონ.

 

კომენტარები