აღდგომა

სოციალურად დაუცველები: ისნის გამგეობამ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები გვაჩუქა

ratatui.ge

ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველების განცხადებით, ისნის გამგეობამ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები აჩუქა. როგორც ისინი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობენ, ქათმებს განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდათ, რის გამოც "საჩუქარი" უკან დააბრუნეს.

"იყო ძალიან ცუდი ქათმები - გაშავებული. როგორც კი გავხსენი, წავიღე უკან სასადილოში და ვკითხე - თქვენ შეჭამთ? რაო, არ მოგწონსო? არა-მეთქი. გამგეობაში მითხრეს - ჩვენ მივირთვითო",- ამბობს ელმირა ჭედელაშვილი.

ისნის გამგეობაში ბრალდებებს დღის განმავლობაში უპასუხებენ.

კომენტარები