სირიის კონფლიქტი

გაერო ამერიკასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

AFP

გაეროს დესპანი სირიის სამშვიდობო პროცესში სტეფან დე მისტურა ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გადარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ნაწილობრივი ზავი, რომელზეც მხარეები თებერვალში შეთანხმდნენ, "ძლივს ცოცხლობს".

მისტურას თქმით, ბოლო პერიოდში სირიაში რამდენიმე ადგილას სროლები კვლავ გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, გასულ ოთხშაბათს ქალაქ ალეპოში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა.

"მივმართავ ორ ლიდერს, სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ორმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად დაიწყო, ასევე კარგად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა მისტურამ.

მისტურას თქმით, სამთავრობო და ამბოხებული ძალების დაახლოების მხრივ მცირე პროგრესი მაინც არსებობს.

კომენტარები