საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

საჩხერის გამგებელმა სააღდგომოდ თანამშრომლებს სანთლები აჩუქა

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გამგეობის თანამშრომლებს სააღდგომო საჩუქრად სანთელი გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიცალური facebook გვერდი ავრცელებს.

"გამგებელი ყველა თანამშრომელს სამუშაო ოთახში ეწვია, სანთელი პირადად გადასცა და მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულის - ბრწყინვალე აღდგომის მოახლოება მიულოცა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ფოტო.

კომენტარები