NATO-რუსეთის ურთიერთობა

ლავროვი შვედეთს აფრთხილებს: NATO-ს გაფართოებაზე ადეკვატური რეაქცია გვექნება

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი შვედეთის NATO-ში შესვლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა შვედეთის მიერ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით უპასუხებს.

ლავროვის თქმით, ნებისმერ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ფორმა, თუმცა ალიანსისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მის გაფართოებაზე რუსეთს ადეკვატური რეაქცია ექნება, რადგან საზღვრის ერთ მხარეს იქნება რუსეთი, მეორე მხარეს კი -სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც მას საფრთხედ აღიქვამს და სურს, "ნებისმიერ ფასად ზიანი მიაყენოს".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ შვედეთი NATO-ში შესვლის შემდეგ რუსეთზე თავდასხმას გადაწყვეტს. ლავროვმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ, არც რუსეთია დაინტერესებული სამხედრო დაპირისპირებით, "მიუხედავად შვედეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამეფებული რუსოფობიისა".

კომენტარები