გადაიღე საქართველოში

Samsung-მა სმარტფონ S7 Edge-ის რეკლამა თბილისის ოპერის თეატრში გადაიღო

samsung

Samsung-მა სმარტფონ S7 Edge-ის რეკლამა თბილისის ოპერის თეატრში გადაიღო. რეკლამა ვიეტნამის ბაზარზეა გათვლილი. რეკლამის გადაღება პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით მოხდა. პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სტუდიები საქართველოში ფილმებისა და რეკლამების გადაღების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. 

თბილისის ოპერის თეატრის მშენებლობა 1896 წელს დასრულდა. ოპერის თეატრი თბილისის საკრებულოს ისტორიული ნაგებობის მსგავსად ნეომავრიტანულ სტილშია აშენებული. მისი რესტავრაცია 2016 წელს დასრულდა და ის $40 მილიონი დაჯდა. 

კომენტარები