აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კალიფორნიაში ტრამპის სიტყვით გამოსვლას შეტაკებები მოჰყვა

EPA

კალიფორნიაში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შეტაკებები მოხდა. დაკავებულია მინიმუმ 20 ადამიანი.

გავრცელებული ცნობებით, შეტაკებების შედეგად ასევე დაზიანდა პოლიციის ერთი მანქანა.

აქცია დონალდ ტრამპის კალიფორნიის ქალაქ კოსტა-მესაში ჩასვლას მოჰყვა. ტრამპი იქ მხარდამჭერებთან შესახვედრად ჩავიდა, თუმცა მის გამოჩენას კონტრაქცია მოჰყვა.

მაშინ, როდესაც ტრამპი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, მისმა მოწინააღმდეგეებმა ახლომდებარე ქუჩის გადაკეტვაც სცადეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს შორის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს. მან შესაძლო 34 შტატიდან 21-ში გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები