IRI-ის კვლევა

IRI: მთავრობის მთავარი წარუმატებლობა - შეუსრულებელი დაპირებები

0 კომენტარი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი(IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რა არის ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა, გამოკითხულთა 29% შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს, 8% ეკონომიკურ კრიზისს, 7% უმუშევრობას, 6% ლარის დევალვაციას, ხოლო 5% საზოგადოების ნდობის დაკარგვას.

რაც შეეხება მიღწევებს, გამოკითხულთა 35% ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას ასახელებს, 5% საყოველთაო დაზღვევას, ხოლო ვიზალიბერალიზაციას 3%.

კვლევა 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები