IRI-ის კვლევა

რუხაძე: IRI-ის კვლევა ადასტურებს მოთხოვნას, რომ ჩვენ პოლიტიკური ძალა გავხდეთ

ტაბულა

საქართველოს განვითარების ფონდის წევრი გიორგი რუხაძე IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ფონდის სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება იქნება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პოლიტიკოსებსა და ცნობადი ადამიანებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი პაატა ბურჭულაძეს აქვს. 

"კვლევა ბუნებრივია ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებაში ასეთი მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენ გავხდეთ პოლიტიკური ძალა, რეალურად ამას ჩვენ ვგრძნობთ ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონებში ვატარებთ, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით ბატონი პაატა და ჩვენ თანალიდერები გავმართავთ შეხვედრას და გადავწყვეტთ თუ რა იქნება ფონდის სამომავლო გეგმები." -ამბობს გიორგი რუხაძე.

IRI-ის კვლევა 2016 წლის მარტი-აპრილის მონაკვეთს ეხება. გამოკითხვაში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო, ცდომილების კოეფიციენტი კი 2.5%-ს შეადგენს. 

კომენტარები