ენმ: პარტიული სიის ფორმირების ერთერთი ძირითადი პრინციპი განახლება იქნება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების ახალ პრინციპებზე საუბრობს. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი "ახალი ენერგიის მოზიდვა და პარტიის განახლებაა".

„პარტია უნდა განახლდეს, პარტიამ უნდა მოიზიდოს ახალი სახეები, საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები და ეს გახლავთ ჩვენი პასუხი დღევანდელ ძირითად პრობლემაზე: ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე, უცოდინრობასა და უნიათობაზე, რამაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ამის საპირისპიროდ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც იდგება კომპეტენტურობაზე, და საზოგადოების მხარდაჭერაზე. ამიტომ, თქვენ იხილავთ ამ გუნდში ძალიან ბევრ ახალ სახეს. განახლება და ახალი ენერგიის შემოტანა იქნება ჩვენი პარტიული სიის ფორმირების ერთერთი ძირითადი პრინციპი", - ამბობს ბაქრაძე.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სია დაკომპლექტდება „პრინციპების და არა ვინმეს ნებასურვილის შესაბამისად". 

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სია, საბოლოოდ, პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს. პარტიაში ამბობენ, რომ სიას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

კომენტარები