დაკავება

ენმ-ს დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნაფეტვრიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის გარშე გაათავისუფლა.

დავით ნაფეტვარიძე გუშინ, 29 აპრილს, დააკავეს. ამის მიზეზი სამი დღის წინ თბილისის მერიასთან გამართული აქცია გახდა. გამოძიება ნაფეტვარიძეს ამ აქციაზე ჩადენილ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ნაფეტვარიძის ადვოკატის თქმით, ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა.

27 აპრილს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემა გააპროტესა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

კომენტარები