აფეთქება თურქეთში

თურქეთში დანაღმული მანქანის აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

AP

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დანაღმული მანქანის აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა პოლიციის სათავო შენობასთან ქალაქ გაზიანთეფში მოხდა, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს.

აფეთქების შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მოქალაქეები.

მოგვიანებით, პოლიციამ გაჩხრიკა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრის სახლი, რომელმაც, სავარაუდოდ, აფეთქება მოაწყო. მის მამას დნმ-ის ტესტი უტარდება.

თურქეთში ბოლო წლის მანძილზე აფეთქებების სერია მოხდა, რომლებიც ISIS-მა ან ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. ანკარა, სტამბოლი, ბურსა ის ქალაქებია, რომლებშიც თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს.

კომენტარები