ეგზოპლანეტები

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის მსგავსი 3 პლანეტა აღმოაჩინეს

M. Kornmesser/ESO

ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ დედამიწის მსგავსი სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, სადაც შესაძლოა, სიცოცხლე და წყალი არსებობდეს.

ლიეჟის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ეს პლანეტები ზომებითა და ტემპერატურით დედამიწისა და ვენერას მსგავსნი არიან. მათი მოსაზრებით, არსებობს სერიოზული შანსები, რომ ამ პლანეტებზე არსებობდეს ისეთი რეგიონები, სადაც წყლისა და სიცოცხლის არსებობა შესაძლებელი იქნება.

იმის გამო, რომ ეს პლანეტები მზის სისტემის გარეთ მდებარეობენ, მათ ეგზოპლანეტები ეწოდებათ. მათი სისტემა მასშტაბებით იუპიტერისა და მისი თანამგზავრების მსგავსია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც ამ სამ პლანეტას მოიცავს, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილითაა დაშორებული.

პლანეტები იმ ნაწილობრივ ჩაბნელებული ვარსკვლავის მეშვეობით აღმოაჩინეს, რომლის სინათლის ნაწილს ზემოხსენებული პლანეტების განლაგება ფარავს.

კომენტარები