ბოტანიკური ბაღი

29ჰა მიწის ნაკვეთი, სავარაუდოდ, ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა იყიდა

ტაბულა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. ამასთან დაკავშირებით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო რედისონში პრესკონფერენციას გამართავს.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ფართობი აუქციონზე 6 326 495 ლარად გაყიდა. მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის.

თანაინვესტირების ფონდი პროექტ პანორამა თბილისის პროექტს ახორციელებს, რისთვისაც ფონდმა კომპანია შპს ოლდ სიტი დეველოპმენტი დააფუძნა.

კომენტარები